ყურძნის ჟელატინი
10:30:54     09-12-2011
მასალა:
14 გრამი უარომატო ჟელატინი
905 გრამი წითელი ყურძენი
1/2 ჭიქა შაქარი
2/3 ჭიქა არაჟანი
2 სუფრის კოვზი თაფლი
მცირე ზომის თასში 1/2 ჭიქა ცივ წყალს მოაყარეთ ჟელატინი და დაელოდეთ მის დარბილებას. ამასობაში ყურძენი, შაქარი და ერთი ჭიქა წყალი საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ და აადუღეთ. დაუწიეთ ცეცხლს, ადუღეთ და სრისეთ განუწყვეტლივ კოვზით ან კარტოფილის საჭყლეტით მანამ, სანამ ყურძნის კანი არ გაიშლება. ამას დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდება. შეურიეთ მომზადებული ჟელატინი და ცოტა ხანი ურიეთ (სანამ კარგად არ გაიხსნება). გადაწურეთ ნარევი ისე, რომ ნახარშს მაქსიმალურად გამოადინოთ სითხე. გადაანაწილეთ ოთხ ცალ ჭიქაში (თუ ნახარშს საკმარისი წვენი ვერ გამოადენინეთ შეგიძლიათ წყალი დაუმატოთ, რათა ოთხი ჭიქის სამყოფი სითხე მიიღოთ) და შედგით მაცივარში მომზადებამდე (მაცივარში ამყოფეთ მინიმუმ 2 საათი). მცირე ზომის ჯამში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და თაფლი. მოასხით ჭიქებში გადანაწილებულ ჟელატინს ისე, რომ ზედაპირი მთლიანად დაეფაროთ. გარნირად დაადეთ ყურძნის შუაზე გახლეჩილი რამოდენიმე მარცვალი. შეგიძლიათ მიირთვათ მომზადებისთანავე, ან მაცივარში შეიანახეთ მაქსიმუმ 2 დღით. მიირთვით გემრიელად.