თანამედროვე პოპ–დივა კოლუმბიიდან
11:50:04     08-12-2011
შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი (დ. 2 თებერვალი, 1977), ცნობილი, როგორც შაკირა, კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, რეკორდ პროდიუსერი და მოცეკვავეა, რომელიც ლათინური ამერიკის პოპ მუსიკის სცენაზე წამყვანი ფიგურაა, 1990-იანი წლებიდან. 2001 წელს, იგი ინგლისურენოვან შოუ–ბიზნესში შეიჭრა თავისი პირველი ინგლისური ალბომით, Laundry Service, რომელიც მსოფლიოში თხუთმეტი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ორგზის გრამის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი შაკირა, კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალია 50 მილიონი ალბომით. ის ასევე ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერალია, რომელმაც პირველ ადგილს მიაწია Billboard Hot 100, Australian ARIA, United World Chart და UK Singles Chart-ში. შაკირა ცნობილია თავისი განათლებულობით და მისი IQ 140-ია.
United World Chart-ის ინფორმაციით, შაკირა 2007 წლისათვის, ყველაზე წარმატებული მეოთხე არტისტია 2000-იან წლებიდან.
2008 წელს, მსოფლიო ტურნეს დროს, ის, ბანგლადეშის მერე, საქართველოს ეწვია.