ქამა სოკოს სალათა ქათმის ხორცით

  11:29:28     08-12-2011

მასალა:

200 გრ ქამა სოკო

100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი

1 თავი ხახვი

100 გრ მაიონეზი

2 სტაფილო

50 გრ ზეთი

ოხრახუში და კამა

 

სოკო დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ხორცი დავჭრათ ღერებად, ხახვი ნახევარ რგოლებად, სტაფილო ღერებად. მომზადებული პროდუქტები სასალათეში ჩავაწყოთ ფენებად ( თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზი) და მოვრთოთ მწვანილით.