ბორის ვიანის "პროვოკაციული გემოვნება"
11:33:44     06-12-2011
ბორის ვიანი — ფრანგი პროზაიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი, კრიტიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ჯაზის მუსიკოსი და მომღერალია. თუმცა, ყველაზე მეტად, მისი ნოველების გამო გახდა პოპულარული.წერდა არამარტო თავისი სახელით, არამედ 24 ფსევდონიმით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნონ სალივანი.ვიანს დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ ჯაზზე,აქვეყნებდა რა უამრავ რელიზს და კრიტიკულ სტატიებს, როგორც ფრანგულ, ისე ამერიკულ ჯაზზე. წერდა სხვადასხვა გაზეთებისთვის (Le Jazz Hot, Paris Jazz). მისი სიმღერები პოპულარობით სარგებლობდა მის სიცოცხლეში.39 წლის ბორის ვიანმა მოასწრო დაეწერა 10 ნოველა, 42 მოთხრობა, 7 პიესა, 400 სიმღერა, 4 ლექსების კრებული, 6 ლიბრეტო, 20 თარგმანი და დაახლოებით 50 სტატია.
”1950-იან წლებში,პარიზში, ბორის ვიანი იყო ყველაფერი-პოეტი, მწერალი, მომღერალი, მავნებელი, მსახიობი, მუსიკოსი და ჯაზის კრიტიკოსი. ის იყო ჩემი მეგობარი და მე აღფრთოვანებაში მაგდებდა მისი ეკლეკტიზმი,ირონია და პროვოკაციული გემოვნება” – წერდა ლუის მეილი.