ტორტილიასი აცტეკურად

  11:06:26     06-12-2011

მასალა:

150გ სიმინდის ფქვილი

75გ წყალი

40გ მარგარინი

მარილი

 

შევურიოთ სიმინდის ფქვლი, მარილი, მარგარინი, წყალი და მოვზილოთ ცომი. ცომისგან გავაკეთოთ ქათმის კვერცხის ოდენა ბურთები და გავაჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს ბურთები გავაბრტყელოთ 15 სანტიმეტრის დიამეტრის ფენებად და შევწვათ მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე ორი წუთით ერთიმხარე, სამი წუთით მეორე მხარე. ტორტილიასი შეგვიძლია მივირთვათ წვნიანთან ერთად, ან როგორც ცალკე კერძი შიგთავსით. შიგთავსი მოვათავსოთ ცომზე, შევახვიოთ რულეტის მსგავსად და შევწვათ ზეთში. შიგთავსისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ: დაბეგვილი მოხარშული ან შემწვარი ხორცი, გახეხილი ყველი, დაკეპილი ხახვი, მოხარშული კვერცხი, ცხარე ტომატის სოუსი ლობიოსთან ერთად.