კვერცხი ყველით
11:05:57     06-12-2011
მასალა:
2 კვერცხი
20 გ. ნაღების კარაქი
20 გ. ყველი (შვეიცარული)
1 კონა ოხრახუში
პილპილი და მარილი
მცირე ზომის ტაფაზე დავადნოთ ნაღების კარაქი, ტაფაზე დავყაროთ გახეხილი ყველი, დაკეპილი ოხრახუში, დავახალოთ კვერცხები, მოვაყაროთ პილპილი, მარილი და შევწვათ 3–4 წუთის განმავლობაში.