ქათმის სუპი

  11:31:18     05-12-2011

მასალა:

ქათამი

200გრ. ხახვი

2 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზი

3-3 ძირი მწვანილი

 1 ჩაის კოვზი მიხაკი, დარიჩინი

ძმარი, პილპილი და მარილი გემოვნებით

 

გასუფთავებული ქათამი დავჭრათ ნაჭრებად. ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, ხახვი, დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი, შავი პილპილი და მარილი. ქვაბში ერთ წყებად ჩავაწყოთ დაჭრილი ქათამი, ზემოდან მოვაყაროთ გამზადებული მასალა, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი და საკმაზი წყლით დაიფაროს და დავამატოთ ძმარი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ მანამ, სანამ ქათამი არ მოიხარშება. ხარშვის დროს რამდენიმეჯერ მოვურიოთ კოვზით.