ლენი რიფენშტალი – „მესამე რაიხის“ კონორეჟისორი
11:37:04     03-12-2011
გერმანელი მოცეკვავე, კინორეჟისორი, მსახიობი და ფოტოგრაფი ლენი რიფენშტალი, 1902 წელს, ბერლინში დაიბადა.
სწავლობდა ბერლინის ხელოვნების სკოლაში. თავისი კარიერა რიფენშტალმა ჯერ მოცეკვავის ამპლუაში დაიწყო, რომლის შემდგომ იგი კინომსახიობად გვევლინება. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მან საკუთარი კინოსტუდია დააარსა, სადაც წარმატებით შეითავსა სცენარისტის, რეჟისორისა და პროდიუსერის ფუნქციები. ახალგაზრდა გოგონას ნიჭიერება მხედველობიდან არ გამორჩენია გერმანიის ლიდერს, ჰიტლერს, რომელმაც რიფენშტალის ორიგინალური კინოხედვა ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის რეკლამირებას მოახმარა.
სწორედ ამ პერიოდში ქმნის რიფენშტალი თავის უკვდავ შედევრებს, დოკუმენტურ კინოკლასიკას "ნების ტრიუმფს" ("Triumph des Willens") (1934) და "ოლიმპიას" ("Olympia") (1938). მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რიფენშტალის შავ-თეთრი კინოეპოპეა დაჩრდილა საერთაშორისო პოლიტკორექტულობამ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები მას ბრალს სდებდნენ ჰიტლერთან თანამშრომლობაში. ამგვარ ვითარებაში შეუძლებელი იყო საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და მიუხედავად ამისა, მან მოახერხა 1954 წელს ერთი ფილმის გადაღება.