ბოლოკის ფოთლის ფხალი (სამარხვო)
11:12:47     03-12-2011
მასალა:
1 კილოგრამი ბოლოკის ფოთოლი
2 ჩაის ჭიქა ნიგოზი
3-4 კბილი ნიორი
წიწაკა, ქინძი, ზაფრანა, ხახვი, ძმარი და მარილი გემოვნებით
გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთლები ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ბოლოკის ფოთოლი შევაგრილოთ და მერე ხელით გავწუროთ. ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ზაფრანასთან ერთად, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, კარგად ავურიოთ და მიღებული ნიგვზის მასაში ავურიოთ მოხარშული, გაწურული ბოლოკის ფოთოლი. მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელზე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.