შოკოლადის პუდინგი
11:12:07     03-12-2011
მასალა:
1/2 ჭიქა (125 გ) კარაქი
1/2 ჭიქა (100 გ) შაქარი
125 გ. გახეხილი მწარე შოკოლადი
2 ცალი კვერცხი და 2 კვერცხის გული
2 ჩ/კ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
გააცხელეთ ქურა 200ºC-მდე. პატარა ზომის ოთხ ცალ ცეცხლგამძლე თასს შიგნიდან გამოუსვით 1 ს/კ კარაქი და გამოავლეთ შაქარი ისე, რომ თასის კედლებს და ფსკერს მიეკროს. ორთქლზე დაადნეთ დარჩენილი კარაქი და შოკოლადი, და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. დიდ ჯამში, დარჩენილ შაქართან ერთად, მიქსერით ათქვიფეთ კვერცები და 2 კვერცხის გული – მასა უნდა გასქელდეს და გაფერმკრთალდეს. შოკოლადი და ფქვილი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხებს – ამჯერად ხელის სათქვეფით. მიღებული მასა ჩაასხით თასებში და 10 წუთით შედგით ქურაში. მიირთვით თბილი.