დისკ ჟოკეი (მუსიკის ისტორიიდან)
10:35:08     02-12-2011
დისკ-ჟოკეი (DJ) - ადამიანია, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის.
ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიოწამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამოფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს, ასევე, დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეი გამოიყენება.
1906 წელი დიჯეის დაბადების წლად მიიჩნევა. შობის ღამეს, რეჯინალდ ა ფესენდენმა (Reginald A Fessenden) პირველად გადასცა არაკოდირებული რადიოსიგნალი, ეს იყო ადამიანის ხმა და მუსიკა. სიტყვა დისკ-ჟოზეიმ პირველად 1934 წელს ამერიკელი კომენტატორის უოლთერ უინჩელის მიერ გაიჟღერა. მან ეს ტერმინი რადიოწამყვან მარტინ ბლოქის მიმართ გამოიყენა, ანუ დიჯეისადმი, რომელიც მომავალში ვარსკვლავი გახდა. მოკლე ხანში, ეს ტერმინი შეამოკლეს და დღეისათვის ცნობილი აბრევიატურა DJ მივიღეთ, ამას კი ახალი სიტყვა დიჯეობა მოჰყვა, რაც დიჯეის (დიჯეად) მუშაობას ნიშნავს.
40-იან წლებში, რადიო სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლუბებზე, ვინილის დისკები თანდათანობით მუსიკოსებს გამოდევნის საცეკვაო მოედნებიდან და სამუდამო ადგილს იკავებს. იმხანად, აშშ-ის ბარებში მუსიკალური ავტომატები უკვე გამოიყენებოდა, რომლებიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ მოცეკვავე წყვილებს სხვა რამ სურდათ. ამიტომ, კლუბებსა და ბარებში დიჯეებისთვის ადგილიც გამოჩნდა, რომელიც მუსიკალური მართვის პულტთან ჯდებოდა და გარდა თხოვნების შესრულებისა, საკუთარი ინტერპრეტაციითაც სთავაზობდა საზოგადოებას მუსიკალურ მიქსს.