ამერიკელები, მაღალტექნოლოგიური არმიებისთვის, „ჭკვიან“ ყუმბარას შექმნიან
14:42:08     01-12-2011
დღეს, მაღალტექნოლოგიური არმიების შემადგენლობაში, უკვე მოიპოვება ყუმბარები, რომელნიც სამიზნეებს ანადგურებენ წყალქვეშ, აწარმოებენ ვიდეოგადაღებას და სხვა. მაგრამ ამერიკელ სამხედროებს სურთ, უფრო შორს წავიდნენ და ახალი თაობის ყუმბარა შექმნან. ეს იქნება „ჭკვიანი“ საბრძოლა მასალა, რომელსაც შეეძლება მტერს კვალში ჩაუდგეს და ისე გაანადგუროს, რომ აფეთქების დროს, იქვე შემთხვევით აღმოჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალოს.
პენტაგონმა კერძო ბიზნესს უკვე წაუყენა მოთხოვნა, ლეტალური ყუმბარა–უპილოტო თვითმფრინავის შესაქმნელად, რომელსაც სასიკვდილო მისიის შესრულება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო პირებს ან ამერიკული არმიის ჯარისკაცებს საფრთხე დაემუქრება. ყუმბარა, სახელწოდებით „A Hovering Tube-Launched Micromunition“ მიკრო საბრძოლა მასალა იქნება, რომლის გაშვებაც ყუმბარმტყორცნის მილიდან მოხდება. კალიბრის შესახებ, ჯერჯერობით, ცნობილი არაფერია.
ახალი ყუმბარის მთავარი განსაკუთრებულობა იქნება ის, რომ გასროლის და დაგეგმილ ფრენაზე გადასვლის შემდეგ, ოპერატორ მსროლელს შესაძლებლობა მიეცემა აკონტროლოს საბრძოლო მასალის ტრაექტორია. ნაღმს შეეძლება ჰაერში ყოფნა და მანევრირება 10 წუთის განმავლობაში და ფრენა 965 მეტრზე. მთელი ფრენის განმავლობაში, ოპერატორი შეძლებს თვალყური ადევნოს ყუმბარის ადგილმდებარეობას, მინიატრული ინფრაწითელი ვიდეოკამერის მეშვეობით.
ახალი ყუმბარა სამხედრო ძალებს საინტერესო შესაძლებლობებს და მოქმედების საშუალებას მისცემს. მაგალითად, შესაძლებელი გახდება, სამხედროებმა გაუშვან ყუმბარა შენობის მე–12 სართულის ფანჯარაში და დაზვერონ სიტუაცია. იმ შემთხვევაში, თუ ბინაში იმყოფება მოწინააღმდეგე, საბრძოლო მასალას ააფეთქებენ, ხოლო თუ მშვიდობიანი მცხოვრებლები – ყუმბარა გამორთულ იქნება. ეს იარაღი ძალიან ჰგავს საბრძოლო მასალა „ Switchblade“ – ს, მაგრამ ექნება უფრო ნაკლები ზომები და საბრძოლო მოქმედებაში მოსაყვანად, ბევრად ნაკლები დროც დასჭირდება.