შემწვარი წიწილა – ტაბაკა

  10:23:15     01-12-2011

მასალა:

 

წიწილა  - 1 ცალი

 

წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ერბო (შეიძლება ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთიც); როცა კარგად გაცხელდება, დავდოთ ზედ წიწილა, ზემოდან დავახუროთ თეფში, დავადოთ მძიმე საგანი, რომ წიწილის ყველა ნაწილი ერთნაირად შეიწვას. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც.