ტოლმა
10:22:43     01-12-2011
მასალა:
კომბოსტო - 2 კგ
ძროხის ფარში - 400 გრ
ღორის ფარში - 400 გრ
ხახვი - ცალი
ზეთი - 40 მლ
შავი წიწაკა - 1.4 ჩ/კ
ბრინჯი - 60 გრ
სტაფილო - 400 გრ
მარილი - გემოვნებით
არაჟანი - 200 გრ
პომიდორი - 200 გრ
მოვხარშოთ კომბოსტო მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი, ისე რომ ნახევრად მზად იყოს და შევურიოთ ფარშს. გავხეხოთ 2 სტაფილო, დავჭყლიტოთ 1 პომიდორი და შევურიოთ ფარშს. დავამატოთ მარილი და წიწაკა. გავატაროთ 1 თავი ხახვი და ესეც შევურიოთ. ავიღოთ კომბოსტოს ფურცლები, ჩავდოთ ფარში 2-3 ს/კ ერთ ფურცელზე და შევახვიოთ. ჩავაწყოთ ფორმაში. გავხეხოთ სტაფილო, დავჭრათ ხახვი , დავჭყლიტოთ პომიდორი,შევურიოთ არაჟანს და დავასხათ ტოლმას. შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე 40-50 წუთით.