რულეტი ნიგვზით

  10:22:00     01-12-2011

მასალა:

 

კარაქი  - 90 გრ

ნიგოზი  - 175 გრ

ყავისფერი შაქარი  - 70 გრ

დარიჩინი  - 1 ჩ/კ

საფუარი  - 14 გრ

შაქარი  - 70 გრ

მარილი  - 1 ჩ/კ

ფქვილი  - 675 გრ

რძე  - 225 გრ

კვერცხი  - 2 ცალი

ჯემი  - 175 გრ

კვერცხის გული  - 1 ცალი

მომზადება

 

ნიგოზი წვრილად დავჭრათ. 30 გრ კარაქი გავადნოთ ქვაბში, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, დარიჩინი და ყავსიფერი შაქარი.(შეიძლება შევცვალოთ ჩვეულებრივი შაქრით). კარგად ავურიოთ და გადავდოთ გვერდზე. ცალკე ჯამში გავხსნათ საფუარი, შაქარი, 150 გრ გაცრილი ფქვილი და მარილი. რძე ჩავასხათ ქვაბში, მანდვე დავამატოთ დარჩენილი კარაქი, დავდგათ გაზზე და სულ ვურიოთ( კარაქი უნდა გადნეს და სითხე უნდა იყოს თბილი). მიქსერით ავურიოთ ყველაფერი, ვთქვიფოთ 2 წუთის განმავლობაში. ცომში ავურიოთ 2 კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. კოვზით ჩავურიოთ ფქვილი 400-420 გრ. დარჩენილი ფქვილი დავყაროთ მაგიდაზე, დავდოთ ცომი და ვზილოთ 10 წუთის განმავლობაში. სანამ ელასტიური არ გახდება. გავაბრტყელოთ ცომი ოთხკუთხედის ფორმაზე, წავუსვათ ზემოდან ჯემი და დავაყაროთ შიგთავსი. ზემოდან კარგად მივაბრტყელოთ. დავჭრათ ცომი სიგრძეზე 5 სმ სიგანის ზოლებად. ერთი ზოლი ჩავახვიოთ რულეტის ფორმაზე და ჩავდოთ მომზადებულ მრგვალ ფორმაში. დანარჩენი ზოლები ჩავახვიოთ პირველის გარშემო ისე რომ სპირალი გამოვიდეს. დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით, რომ კარგად ამოვიდეს. წავუსვათ კვერცხის გული და ჩავდგათ ღუმელში 180 გრადუსზე. ვაცხობთ 40 წუთი.