მეგობრებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

  14:13:14     30-11-2011

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მკვლელობას წინ უსწრებდა ურთიერთშელაპარაკება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვლადიმერ თევზაძესა და ზვიად ჭელიძეს შორის, რის შემდეგაც ზვიად ჭელიძემ ვლადიმერ თევზაძეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.  

თევზაძე წარმოშობით ვანიდან იყო და თბილისში, ჭელიძის მეზობლად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთად ხშირად სვამდნენ. 18 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეგობრებს შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ჭელიძე თევზაძეს მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობებით, 42 წლის თევზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, თევზაძე ოპერაციაზე შეყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ზვიად ჭელიძე დააკავეს, ახლა მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.