კარტოფილის ნამცხვარი
10:51:08     30-11-2011
მასალა:
კარტოფილი - 1 კგ
კარაქი - 80 გრ
ქამა სოკო - 500 გრ
ფქვილი - 10 გრ
მარილი - გემოვნებით
კვერცხი - 3 ცალი
ზეთი - 30 მლ
ყველი - 50 გრ
ეს არის უადვილესი კარტოფილის ნამცხვრის რეცეპტი. მისი გაკეთება შეიძლება არა მარტო სოკოთი, ასევე ხორცით, ყველით და სხვა გულსართებით. კარტოფილი გავფცქვნათ და მოვხარშოთ მარილიან წყალში, როცა მოიხარშება გავაკეთოთ პიურე, რომელშიც დავამატოთ კარაქი და 3 კვერცხი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ქამა სოკო დავჭრათ ნაჭრებად და მოვშუშოთ. ფორმას, რომელშიც უნდა გამოვაცხოთ წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. ფორმაში გადავიტანოთ პიურეს ნახევარი. ზემოდან დავადოთ შემბრაწული სოკო, ასევე შეიძლება მოშუშული ხახვის დამატება. სოკოს გულსართზე გადმოვიღოთ დარჩენილი პიურე. დავაყაროთ გახეხილი ყველი, დავადოთ კარაქი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 40-50 წუთით.