წიწიბურას ბლინები
10:50:10     30-11-2011
მასალა:
ფქვილი - 125 გრ
რძე - 500 გრ
შაქარი - 30 გრ
კარაქი - 50 გრ
წიწიბურას ფქვილი - 125 გრ
კვერცხი - 2 ცალი
მარილი - 1/2 ჩ/კ
წიწიბურას ბლინებს უხდება ბევრნაირი შიგთავსი- დამარილებული თევზი,კვერცხი,ყველი. ბლინები მუქი ფერის გამოდის და გემოც განსხვავებული აქვს ჩვეულებრივი ბლინებისგან. გავცრათ ორივე ფქვილი ჯამში. დავამატოთ რძე და სწრაფად ავურიოთ,კარგად რომ გაიხსნას ფქვილი. დავამატოთ 100მლ ცხელი წყალი, ავურიოთ,შემდეგ დავამატოთ კვერცხი , მარილი და შაქარი. ისევ კარგად ავურიოთ. გავადნოთ კარაქი და დავამატოთ ცომში. ცომი გამოვა თხელი და ერთგვაროვანი. გავაჩეროთ ცომი 30 წუთი. გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ცომი , გავანაწილოთ და შევბრაწოთ. ბლინები შევწვათ მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.