მაფინები შესქელებული რძით

  10:43:37     29-11-2011

მასალა:

კვერცხი  - 2 ცალი

შესქელებული რძე  - 1 ქილა

ფქვილი  - 5 ს/კ

გამაფხვიერებელი  - 1 ჩ/კ

არაჟანი  - 100 გრ

მომზადება

 

ავთქვიფოთ კვერცხი არაჟნით და შესქელებული რძით, დავამატოთ ფქვილი, არეული გამაფხვიერებლით და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი. გავანაწილოთ ცომი სპეციალურ ფორმებში. გამოვაცხოთ მაფინები ღუმელში, 190 გრადუსზე, 20-25 წუთის განმავლობაში.