XM307 ACSW - დაზგის ავტომატური ყუმბარმტყორცნი(აშშ)
13:00:07     26-11-2011
XM307 Advanced Crew Served Weapon (ACSW)-ასევე ცნობილი როგორც XM 307 25 mm Airbursting Weapon-ის ფესვები დევს დოკუმენტში SAMP2000 (Small Arms Master Plan 2000), რომელიც გამოიცა ამერიკაში 1980-წელს. ეს დოკუმენტი ამტკიცებდა რომ,საბრძოლო ეფექტურობის ასამაღლებლად საჭიროა შეიქმნას იარაღი რომელიც გამოიყენებს ეგრედ წოდებულ «ჭკვიან საბრძოლო მარაგს» რომლებიც აფეთქდებოდა დისტანციურად სამიზნის თავზე და მათ არ დაჭირდებოდათ მიზანში ზუსტი მორტყმა მიზნის გასანადგურებლად.დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ამორჩეულ იქნა კომპანია General Dynamics-ი და მისი შვილობილი Armament and Technical Products (GDATP)-ი ამ პროექტის განსახორციელებლად.ამას გარდა, მათ ჯგუფში შევიდა ასევე General Dynamics-ის შვილობილი კომპანია Ordnance and Tactical Systems (რომელსაც დაევალა საბრძოლო მარაგის შემუშავება),ასევე ფირმები Kaman Dayron Inc (დაევალა პროგრამიდებადი ამფეთქის შექმნა) და Raytheon (დაევალა კომპიუტიზირებული სამიზნე კომპლექსის შექმნა).1999 წელს დაიწყო OCSW-ს პირველი პროტოტიპების ცდები,რომელიც გახლდათ 25 მმ-იანი დაზგის ავტომატური ტყვიამფრქვევი.
2006 წელს სისტემა ХМ307-ს, OICW-ს ნაცვლად ეწოდა AICW. ХМ307-ის გადაკეთება შესაძლებელია პირდაპირ სამხედრო ნაწილებში,მის გადაწყობას ესაჭიროება 5 დეტალის შეცვლა(მათ შორის ლულის) და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელი გახდება 12,7х99 მმ-იანი (.50 ბრაუნინგი) ვაზნებით. ვაზნების მიწოდება ხდება მეტალის ლენტით რომელიც, თავის მხრივ, მოთავსებულია სპეციალურ ყუთში(ტევადობა 50-60 ვაზნა) და დამაგრებულია დაზგაზე. ჯავშანტექნიკაზე დასამონტაჟებლად მუშავდება სპეციალური ვარიანტი,რომელსაც ვაზნები მიეწოდება ორი ლენტით ორივე მხრიდან და შესაძლებელია დისტანციურად შეირჩეს ვაზნების ტიპი (ერთ მხარეს-მსხვრევადი დისტანციური ამფეთქით ან მეორე მხარეს განთავსებული ჯავშანგამტანი).სამიზნე კომპლექტში შედის სატელევიზიო და ინფრაწითელი არხები,რეგულირებადი გადიდებით და ეკრანზე სამიზნის სურათის გამოყვანით,ასევე ელექტრონულ ვიდეო მაძებარში სამიზნე ბადით.ასევე, ლაზერული მანძილმზომი,ბალისტიკური გამომთვლელი და ყუმბარების ამფეთქის პროგრამირებული ბლოკი.
XM307 ACSW -ს ძირითად საბრძოლო მარაგს შეადგენს მსხვრევად-ფუგასური ყუმბარა დისტანციური ამფეთქით და ფრენის მანძილის პროგრამირებული ჯავშანგამტანი (კუმულატიური) ყუმბარა,რომელსაც შეუძლია დააზიანოს ფოლადის 5 სანტიმეტრიანი ჯავშანი.ყუმბარის ამფეთქის პროგრამირება ხდება იარაღის სპეციალური მოდულით მისი გასროლის მომენტში.
Armada.ge