ხბოს ხორცის ბლანკეტი
10:58:50     26-11-2011
მასალა:
დაახლოებით 1.8-2 კგ ხბოს რბილი ხორცისთვის საჭიროა
250 გრ ქამა სოკო
2 სტაფილო
2 თავი ხახვი
2 მიხაკის ჩხირი
2 კუბიკი ქათმის ბულიონი (ან ნატურალური ბულიონი)
2 ს.კ ფქვილი
2 კვერცხის გული
1 ლიმონის წვენი
250 გრ ნაღები
პილპილი, მარილი
ცოტა ოხრახუში
ხორცი დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად და შებრაწეთ კარაქისა და ზეთის ნარევში. მოაყარეთ ფქვილი, აურიეთ კარგად და დაამატეთ მთლიანი ხახვი, რომელსაც მიხაკებს ჩაარჭობთ, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მარილი, პილპილი და დაფხვნილი ბულიონის კუბები, დაასხით იმდენი წყალი რომ ხორცი დაფაროს. მოამზადეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1-1.30 სთ. ამ დროის შემდეგ, ხორცი ამოიღეთ ცალკე და ბულიონი გაფილტრეთ. ათქვიფეთ კვერცხის გულები, ნაღები და ლიმონის წვენი, ჩაასხით გაწურულ ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე (მაგრამ არ აადუღოთ) და თან ურიეთ. ჩაამატეთ ხორცი, წინასწარ დაჭრილი და კარაქში შებრაწული სოკო. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.
perfectcook.org