
70 წლის მამაკაცის მკვლელობის მცდელობისთვის, 31 წლის ახალგაზრდას ასამართლებენ
19:24:42     25-11-2011
გულმკერდის არეში - 5, მუცლის არეში - 2, მხრისა და ბარძაყის არეში 7 ჭრილობა - ასეთი მონაცემებით გადაიყვანეს 70 წლის ვლადიმერ ავაქოვი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სისხლის სამართლის საქმეს, მისი მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
ვლადიმერ ავაქოვი ხელოსანი იყო. ის ბალიაშვილის ბინაში კარადებს ამზადებდა. ინციდენტი, ზაქარიაძის ქუჩის #8-ში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, უამრავი თვითმხილველი ჰყავდა ფაქტს, როგორ უტყამდა 31 წლის ახალგაზრდა 70 წლის მამაკაცს.
მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაყვანილ 70 წლის ვლადიმერ ავაქოვს, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, იგი სიკვდილს გადაურჩა. იმავე დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს მის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გიორგი ბალიაშვილიც, რადგან მან ინციდენტის შემდეგ ვენები გადაიჭრა. როგორც გაირკვა, ბალიაშვილი 2008 წლამდე სამხედრო ექიმი იყო და სამსახურიდან ფსიქიური პრობლემების გამო გაათავისუფლეს.