ტანკი „ბეჰემოტი“ (სამხედრო ისტორიიდან)
11:22:30     25-11-2011
მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა საბჭოთა არმია ვეღარ აკავებდა ნაცისტურს არმიას, დაიწყეს საიდუმლო ტანკზე მუშაობა, რომელიც გრიფით სრულიად საიდუმლოდ იყო. ტანკს KV-VI ბეჰემოტი ერქვა. ამავე დროს, გასაიდუმლოებულ სამხედრო ტექნიკაზე მუშაობდნენ ამერიკელებიც და ნაცისტებიც, თუმცა, ეს იყო ყველაზე საოცარი რამ. სტალინს სურდა რომ ყოფილიყო სახმელეთო საბრძოლო გემი რომელსაც ექნებოდა 3 მძიმე ქვემეხი, რამდენიმე საშუალო და თავდაცვისთვის ყველა სახის იარაღი.
ამ დავალების შესრულება დაევალა კოტინ/ბარკოვის გუნდს, თუმცა, როცა ისინი სტალინის შეხვდნენ, მათ უთხრეს, რომ მძიმე ქვემეხები ვერ იტრიალებდა. ამაზე სტალინმა უპასუხა : მე არ მაინტერესებს ის იტრიალებს თუ არა! მე მხოლოდ მინდა რომ მან ბერლინამდე მიაღწიოს.
ეს ტანკი იყო მრავალ ლულიანი,მ ასში გამოყენებული იყო KV-I და II, Bt-5, T-60, და T-38 კომპონენტები. დიდი სიგრძის და წონის გამო , შეეძლო გადაელახა 9 მეტრის სიღრმის მდინარე. კოსტრუქტორებს ასევე უნდოდათ შეექმნათ მასზე ობსერვატორია რომელის მიზანი იქნებოდა მისი დახმარებით ზუსტი ცეცხლი ეწარმოებინა არტილერიას.
„ბეჰემოტის“ პირველი პროტოტიპის შექმნა 1941 წელს დასრულდა და ის მოსკოვის დასაცავად იყო განკუთვნილი ხოლო მეორე პროტოტიპი კი, ლენინგრადის ფრონტზე გაიგზავნა, მესამე პროტოტიპი ისევ ლენინგრადის ფრონტზე გაიგზავნა და ჩამოაგდო 3 გერმანული თვითმფრინავი. ხმელეთზე კი მან საარტილერიო ქვემეხებით დაბომბა გერმანული პოზიციები და მთლიანად გაანადგურა. მართალია მან წარმატებით გაართვა თავი საქმიანობას, თუმცა, ტანკის შენახვა და წარმოება უდიდეს დროს და ფულს მოითხოვდა, რაც იმ დროისთვის საბჭოთა კავშირს ძალიან აკლდა და სტალინის ბრძანებით, მისი პროექტი შეჩერდა.