ქართველი მსახიობი – ანა გურჯი
11:00:00     25-11-2011
ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, რომელიც ცნობილია ანა გურჯის ფსევდონიმით, 1991 წლის 1 აპრილს დაიბადა. ანას ერთგვარი სამსახიობო დებიუტი შედგა ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (2005). მანამდე კი, 1998 წელს ის გამოჩნდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ქალაქის“ ეპიზოდში.
2007 წელს, ანამ მიიღო როლი ამერიკულ ტელე-პროექტში „სიგნალები“, სადაც მას აფანასიას როლი ერგო. ასევე, ის მიიწვიეს რეჟისორ დუსან რაპოსის 2008 წლის სლოვაკურ-უნგრულ ფილმში „ჩინკა პანა“, სადაც მთავარი როლი განასახიერა, კერძოდ, მე-18 საუკუნეში მცხოვრები მევიოლინე გოგონა.
ანა გურჯი მონაწილეობს შემდეგ ფილმებში:
„კაბა რომელსაც შენ ატარებ“ (2009)
„მაიმუნი“ (2009)
„რუფუს რექსი“ (2008)
„სინკა პანა“ (2008)
„სიგნალები“ (2007)
„ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (2005)
„ქალაქი“ (1998)