ბოსტნეულისა და შაშხის სალათა

  10:22:18     25-11-2011

მასალა:

მწვანე სალათა  - 500 გრ

შაშხი  - 150 გრ

ყველი  - 200 გრ

პომიდორი  - 100 გრ

კიტრი  - 50 გრ

ხახვი  - 50 გრ

ზეთი  - 40 გრ

მდოგვი  - 10 გრ

ძმარი  - 10 გრ

ოხრახუში  - გემოვნებით

მარილი  - გემოვნებით

მწვანე სალათა დავჭრათ ღერებად. დანარჩენი პროდუქტები კუბიკებად. ცალკე ერთმანეთს შევურიოთ ზეთი, მდოგვი, ძმარი და მარილი. მომზადებული პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ ზეთის ნარევი და მაგიდასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.