კექსები არაჟნით და შტოშით
10:21:38     25-11-2011
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 75 გრ
არაჟანი - 100 გრ
ფქვილი - 125 გრ
სოდა - 1/4 ჩ/კ
შტოში - 100 გრ
კარაქი - 20 გრ (წასასმელად)
ეს კექსები ნაკლებად კალორიულია, ამასთანავე ძალიან გემრიელი. ამ ინგრედიენტებისგან გამოდის საშუალო ზომის 8 ცალი. 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული ავთქვიფოთ 75 გრ შაქართან ერთად, ისე რომ გამოვიდეს სქელი თეთრი მასა. დავამატოთ 100 გრ არაჟანი და ავურიოთ. დავაყაროთ ფქვილი 125 გრ და ავურიოთ. ფქვილში ჩავყაროთ 1/4 ჩაის კოვზი სოდა. დავამატოთ 100 გრ შტოში. ფორმებს წავუსვათ კარაქი და ცომი ჩავდოთ ფორმებში. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. გამომცხვარ კექსებს წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ შაქრის პუდრა.