დიდი მხედართმთავარი - ატილა
12:33:24     24-11-2011
ატილა ჰუნების ბელადი იყო 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც, თავისი მმართველობის ქვეშ, რეინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.
ატილას სიკვდილიდან ერთი საუკუნის შემდეგ გოთი ისტორიკოსი იორდანი ასე აღწერდა ჰუნების ბელადს:
„მეუფეი ყველა ჰუნისა და მმართველი, ერთადერთი მსოფლიოსა ზედა, თითქმის მთელი სკვითიის ტომთა გამაერთიანებელი, ღირსი გაოცებისა ბარბაროსთა შორის სახელის გათქმისათვის“.
ჰუნთა მმართველის სახელი ფიგურირებს გერმანულ ხალხურ ეპოსში, საიდანაც ის სკანდინავიურ საგებში გადავიდა. ხალხთა დიდი გადასახლებისას შეთხზულ გერმანელთა ადრეულ თქმულებებში, ატილა გერმანელ მეფეთაგან უდიდესად ითვლება .
ატილას დაბადების წელი და ადგილი დღემდე უცნობია. მისი ასაკის დადგენა შეიძლება დიდი ვარაუდით. პრისკუს პანიელის 448 წლის აღწერით, ატილა იყო წვერიანი მამაკაცი , რომლის თმას სითეთრე სულ მცირედით შეხებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვივარადუდოთ, რომ ატილა უნდა დაიბადებულიყო მეხუთე საუკუნის პირველ ათწლეულში.
Armada.ge