ვახტანგ ტაბლიაშვილი (კინოს ისტორიიდან)
12:57:44     22-11-2011
ვახტან ტაბლიაშვილი იყო დიდი ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.
1939 წელს ვ. ტაბლიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1939-1966 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. მის დადგმათა რიცხვში შედის: ლ. არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (საკუთარი ინსცენირებით), ლ. გოთუას “დავით აღმაშენებელი”, უ. შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, ალ. ყაზბეგის “მოძღვარი” (საკუთარი ინსცენირებით), ვ. კალანდაძის “მაია წყნეთელი” და სხვა.
1956-1965 წლებში, ტაბლიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. აქ მან დადგა ზაქარია ფალიაშვილის “დაისი”, ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”, ვერდის “ტრუბადური” და სხვა. მისი დადგმები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.
1967 წლიდან ტაბლიაშვილმა მოღვაწეობა განაგრძო კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. გადაიღო ფილმები: “ქეთო და კოტე” (რეჟისორ შ. გედევანიშვილთან ერთად, 1948), “დიდოსტატის მარჯვენა” (რეჟისორ დ. აბაშიძესთან ერთად), “ლევან ხიდაშელი”.