რუსული არმია ქართული სპეცსამსახურების სამსახურში

  12:33:10     22-11-2011

რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, როგორც აღმოჩნდა, გატაცებულნი ყოფილან საქართველოს სასარგებლოდ და რუსეთის ინტერესების საზიანოდ ჯაშუშური საქმიანობით. განსაკუთრებული მოწადინება კი ამ მხრივ სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენლებს ახასიათებთ. ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლო ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მერამდენედ ასამართლებს რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც, რუსული მხარის ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდა.

განსასჯელი კლენკოვი, რომლის საქმეც ამჯერად განიხილება, სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ნაწილის წარმომადგენელია. მის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რაც გუშინ საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო. მანამდე კლენკოვის შესახებ არაფერი თქმულა. რუსული მედია კი ვარაუდობს, რომ საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კლენკოვის არც სახელი და არც სამხედრო ნაწილი ხმაურდება. სასამართლოს პრეს–მდივნის ალიონა ჟიტნიკის თქმით „გამოძიების ვერსიით კლენკოვი რუსეთის საგარეო უსაფრთხოების საზიანოდ მოქმედებდა, აცნობიერებდა რა ამ საფრთხეს, ის ანგარებითი ზრახვებით ხელმძღვანელობდა. მან ქართულ სპეცსამსახურებს გადასცა ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებაა და გრიფი „საიდუმლო“ ადევს“.  კლენკოვის საქმის მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ქართული სპეცსამსახურების სასახელოდ და რუსეთის არმიის სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი სავსეა რუსეთის სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგე ოფიცრებით. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს:

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩრდილო კავკასიის საოლქო სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში დამნაშავედ სცნო  სამხრეთის სამხედრო ოქლის ერთ-ერთი ნაწილის წარმომადგენელი - ლეიტენანტი დავით ალიევი და დედამისი ირინა ალიევა და მათ 10 და 8 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო განაჩენის თანახმად დავით ალიევი აგროვებდა და დედის საშუალებით ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა ცნობებს ოლქის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოქმედებების შესახებ, რისთვისაც ანაზღაურებად 5 ათასი დოლარი მიიღო.

2010 წელს ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების უსაფრთოების ჯარების ნაწილის მეთაურს, რუსეთის მოქალქეს ედუარდ გობოზოვს. ისიც საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში იყო ბრალდებული. 2004 წლიდან 2009 წლამდე გობოზოვი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ ქართულ სპცსამსაურებს გადასცემდა ცნობებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარების გაადაადგილების, დისლოკაციის ადგილებისა და მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემაგენლობის შესახებ.

2010 წლის მარტში ჩრდლოეთ კავკასიის საოქლო სასამარლომ საქართველოს მოქალაქეც გაასამართლა, - ზაზა ხერკელაძე, თუმცა ისიც რუსეთის 2 მოქალაქესთან ერთად მოქმედებდა.

2009 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ 6 წელი მიუასაჯა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლეიტენანტ-პოლკოვნიკს მიხეილ ხაჩიძეს. ის ქართული დაზვერვისათვის საიდუმლო ცნობებს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ნაწლის შესახებ აგროვებდა.

იმავე 2009 წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ალექსანდრ ხაჩიროვს, რომელიც ბრალდებული იყო სახელმწიფო ღალატში - საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.