ბეფსტროგანოვი
11:12:57     22-11-2011
მასალა:
ძროხის ხორცი - 600 გრ
ხახვი - 2 თავი
შავი წიწაკა - 1/2 ჩ/კ
ოხრახუში - 20 გრ
კამა - 20 გრ
არაჟანი - 250 გრ
ზეთი - 40 მლ
მარილი - 1/2 ჩ/კ
ფქვილი - 30 გრ
მომზადება
ძროხის ხორცი(რბილი ნაჭერი)გავრეცხოთ,დავჭრათ 1,5-2 სანტიმეტრის სისქის გრძელ ნაჭრებად.
ხახვი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვშუშოთ. როცა ხახვი მზად იქნება დავამატოთ ხორცი, მოყრილი მარილით და წიწაკით. შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე 5-6 წუთის განმავლობაში. როცა ხორცი შეიბრაწება, დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ და კიდევ 2-3 წუთი გავაჩეროთ. ამის შემდეგ ხორცში დავამატოთ არაჟანი. ვადუღოთ 2 წუთი. კერძი მზად არის.