ინგლისური როკ-ჯგუფი „კინი“
10:54:26     19-11-2011
„კინი“ ინგლისური როკ ჯგუფია, რომელიც ბეტლში, სამხრეთ სასექსში ჩამოყალიბდა 1995 წელს. ამჟამინდელი სახელი ჯგუფს 1997 წლიდან დაერქვა. ჯგუფი შედგება კომპოზიტორ, ბასისტ და პიანისტ ტიმ რაის-ოქსლისგან, წამყვან ვოკალისტ ტომ ჩაპლინისგან და დრამერ რიჩარდ ჰიუზისგან. თავდაპირველად, ჯგუფში დამაარსებელი და გიტარისტი დომინიკ სკოტიც შედიოდა, მაგრამ მან ჯგუფი 2001 წელს დატოვა.
„კინი“ ცნობილია წამყვან ინსტრუმენტად გიტარის მაგივრად პიანინოს გამოყენებისთვის, რაც მას ბევრ სხვა როკ ჯგუფებისგან საგრძნობლად განასხვავებს. 2006 წლიდან, ამ ჯგუფის მუსიკის დამახასიათებელი სწორედ პიანინოს და სინთეზატრების სხვადასხვა ეფექტების გამოყენება გახდა.