შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშით

  09:53:19     19-11-2011

მასალა:

1 ც გოჭი, გოჭის შიგნეული, 0,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, ქინძი, ქონდარი, 2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, წიწაკა, ტარხუნა, პილპილი, მარილი- გემოვნებით.

გამოშიგნული გოჭი გავრეცხოთ, გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი. ფარშის მოსამზადებლად გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმლები, გული, ფილტვები, ელენთა) მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი. დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი, ხმელი ქონდარი, ტარხუნა, პილპილი და კარგად ავურიოთ. ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი, გავკეროთ მაგარი ძაფით, შევწვათ ჩვეულებრივი წესით. მაგიდასთან მიტანის წინ შემწვარ გოჭს ამოვაცალოთ ძაფი.