ბაჟე

  09:52:37     19-11-2011

მასალა:

2-3 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, მარილი - გემოვნებით.

ნიგოზი, ნიორი, დაფქული ქინძის თესლი, ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, მარილი კარგად დავნაყოთ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ყველაფერი კარგად გადავურიოთ, გამოვწუროთ ზეთი და ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში. ნიგვზის მასას დავამატოთ ღვინის ძმარი, გავხსნათ ანადუღარ ცივ წყალში, ან გაცივებულ ბულიონში და მივიყვანოთ სასურველ სისქემდე. მოხარშული ან შემწვარი ფრინველის ხორცი, ან თევზი ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში, დავასხათ "ბაჟე" და ზემოდან მოვასხათ ნიგვზის ზეთი.