ორანჟის რომაული თეატრი
11:46:16     18-11-2011
ორანჟის რომაული თეატრი უძველესი თეატრია სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ორანჟში. აგებულია ახ. წ. I საუკუნეში. ამჟამად, ყოველ ზაფხულს მასპინძლობს საოპერო ფესტივალს.
თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულია ძვ. წ. 40 წელს დაარსებულ რომაულ კოლონია არაუზიოს რომაულ თეატრებს შორის. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც თავიანთ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს აქ ატარებდნენ. თეატრი, რომაული მმართველობის მიერ, არამარტო რომაული კულტურის გავრცელების მიზნით, არამედ მოსახლეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობების გაცნობის მიზნით აშენდა. გართობის მთავარ ფორმას თეატრში პანტომიმა და ლექსების კითხვა წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად მთელ დღეს გრძელდებოდა. წარმოდგენები ღია იყო და ყველასათვის უფასო.
ახ. წ. IV საუკუნეში, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია დასუსტდა და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ეკლესიის წინააღმდეგობის შედეგად, რომელიც თეატრის წარმოდგენებს არაცივილურად მიიჩნევდა, 391 წლის ოფიციალური ბრძანებულებით, თეატრი დაიხურა. შუა საუკუნეებში, ნაგებობა ბარბაროსების მიერ გაიძარცვა და გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი პოსტი. XVI საუკუნეში, რელიგიური ომის მძვინვარებისას, თეატრის შენობას ქალაქის მოსახლეობა თავშესაფრად იყენედბა.
1981 წელს, თეატრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.