სად მიყავთ რეზერვი?
17:26:24     26-10-2010
თავდაცვის სამინისტროს რეზერვის მომზადების პროგრამა არ გააჩნია და არც ერვონული გვარდიის სარდალი ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად ბაჩო ახალიას უწყებამ რეზერვისტების გაწვევა უკვე დაიწყო. რეზერვისტებმა ვაზიანში შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მაგრამ, როგორც თავად რეზერვისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სამედიცინო შემოწმება
საკმაოდ მცირე ნაწილმა გაიარა.
“სტადიონზე შევიკრიბეთ და იქიდან უკვე ვაზიანში წაგვიყვანეს. მე სამედიცინო შემოწმება გავიარე, მაგრამ უმრავლესობამ ვერ გაიარა. მიზეზად კი სამუშაო დროს დასრულება დასახელდა და მეორე დღეს დაიბარეს შემოწმებაზე. ბიჭების ნაწილი გამგეობის სამხედრო განყოფილებაში დაიბარეს და უწყებები მისცეს.
“მე პირადად დამირეკეს და თან მითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გამოცხადდებით, მოგიწევთ ფულადი ჯარიმის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის წინაშე მოგიწევთ პასუხისგებაო. ანუ დაგაპატიმრებენო,” - გვითხრა ერთ-ერთმა რეზერვისტმა, რომელმაც სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ რეზერვში ჯერ ვერ მოხვდა. მას უთხრეს, რომ გამოიძახებენ.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო-სარეზერვო სამსახური 2004 წლიდან მუდმივად იცვლებოდა. აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე რეზერვის ბედი გაურკვეველია. 2010 წლის 21 ივლისს პარლამენტმა ოთხი წლით ადრე მიღებული სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის ერთ-ერთ მუხლში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც სარეზერვო სამსახური 18 დღიდან წელიწადში არა უმეტეს 45 დღით შეიცვალა.
კანონში შესული ცვლილება ეხება 27-დან 40 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებს, რომლებიც წელიწადში არა უმეტეს 45 დღე-ღამისა შეიძლება გაიწვიონ სამხედრო-სარეზერვო სამსახურში, თუმცა აუცილებელი არ არის, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი რეზერვისტთა შეკრების ადგილზე იყვნენ. გაწვევები შეიძლება წელიწადში ორ ან სამკვირიან პერიოდზე გადანაწილდეს და რეზერვისტებს რამდენჯერმე მოუწიოთ შეკრების გავლამ.
გარდა ამისა, კანონის თანახმად, რეზერვისტთა შეკრებამდე თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ბრძანება, სამხედრო და სარეზერვო სამსახურში გასაწვევი ადგილების, თარიღებისა და რეზერვისტთა რაოდენობის შესახებ. თუმცა, ასეთი ბრძანება თავდაცვის სამინისტროს არ გამოუქვეყნებია.
სამხედრო ექსპერტები “გაუგებარს” უწოდებენ რეზერვისტთა მალულად გამოძახებას და თავდაცვის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. კანონის დარღვევას არ ადასტურებენ ბაჩო ახალაიას უწყებაში და ამბობენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.
“პრესა.გეს” კითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნა სამინისტრომ ბრძანება, სამხედრო და სარეზერვო სამსახურში გასაწვევი ადგილების, თარიღებისა და რეზერვისტთა რაოდენობის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში პასუხი არ გაგვცეს და ტელეფონი გაგვითიშეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები.
სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე ეჭვობს, რომ რეზერვისტთა მალულად გამოძახების უკან ფინანსური დაინტერესება დგას.
“ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდება ფულის გასაკეთებლად. იმისათვის, რომ არ წავიდნენ. რეზერვისტები ვიღაცეებს ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაუხდიან ფულს. ძალიან პრიმიტულად იხსნება ეს ყველაფერი. რაც რასაკვირველია არის კანონის დარღვევაა. ყოველი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ყოველთვის გამოყოფილია კონკრეტული ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. შესაბამისად პასუხი მოეთხოვება. ჩვენ არ გვყავს ასეთი ადამიანი. გვარდიას არ ჰყავს სარდალი, რომელიც პასუხს აგებს.
მოვალეობის შემსრულებელი, ბუნებრივია, სრულფასოვნად ვერ გრძნობს
თავს. ელემეტარულად რომ ავიღოთ, ის კაპიტანია და ჩემთვის გაუგებარია რამდენად მზად იქნება ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ბრძანებები მისცეს პოლკოვნიკებს, ან ვიცე პოლკოვნიკებს. ერთ თვეში უნდა დანიშნულიყო სარდალი და უკვე რამდენიმე თვე გავიდა. ვერ გეტვყვით, სად მიჰყავთ რეზერვისტები, როცა არ ვიცით რა რეზერვი გვყავს,” - ამბობს კახა კაციტაძე.
სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური თვლის, რომ ფინანსურ მაქინაციებზე საუბარი ნაადრევია. მაგრამ, როდესაც ამ გაწვევასთან დაკავშირებით არ არსებობდა მინისტრის ბრძანება რის საფუძველზე არიან გაწვეულები, მელითაური თვლის, რომ აქ უკვე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე.
“ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია კანონი. მითუმეტეს, ამ ბრძანების მომზადებას არაფერი არ სჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს უნდა მოემზადებინა ბრძანების პროექტი რეზერვისა და სასწავლო შეკრებებთან დაკავშირებით, რომელიც ერთი კვირის განვმავლობაში გაივლიდა შეთანხმებას ყველა სამმართველოსთან. ამის შემდეგ კანონით გენშტაბის უფროსი დაადებდა თავის ვიზას, რომელსაც შემდეგ მინისტრი ხელს მოაწერდა. მაგრამ, რატომ არ გაკეთდა, ამას ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ბრძანება არ ყოფილა. უკვე აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზულ კანონდარღვევასთან გაქვს საქმე,” - ამბობს მელითაური.
მისივე თქმით, მიუხედავად ორწლიანი მცდელობისა, რეზერვის სისტემა ამ დრომდე არაა ჩამოყალიბებული. “ერთადერთი ცვლილებები, რომელიც შევიდა სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში, იყო ის, რომ 18–დღიანი შეკრებების ნაცვლად ჩატარდება 45–დღიანი შეკრებები. მაგრამ, რას ითვალისწინებს ეს პროგრამა ან საერთოდ რა რაოდენობაზეა საუბარი, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და საერთოდ ჩამოყალიბებული არაა. როცა რაღაცას აკეთებ და არ იცი ამას რისთვის აკეთებ, ეს შედეგს ვერ მოიტანს,” - ამბობს “პრესა.გე”–სთან საუბრისას გიორგი მელითაური.
სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ქვეყანაში სათანადო სიმაღლეზე არ დგას თავდაცვის პოლიტიკა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ჩამოყალიბებული არაა როგორც თავდაცვის პოლიტიკის პრინციპები, ასევე განსაზღვრული არაა მეთოდოლოგია, როგორ და რა ინსტრუმენტებით უნდა განხორციელდეს ღონისძიებები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
“პრობლემაა ის, რომ არ მუშაობს რამდენიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც უნდა წარმართავდეს თავდაცვის პოლიტიკას. რეზერვი არის მხოლოდ შემადგენელი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ –თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის, რომ ადგილობრივი თვიმართველობის ორგანოები მუშაობენ, ხდება ცალკეული პირების გამოძახება, მათი სიების დაზუსტება და ა.შ. ეს თავისთავად ცუდი არაა და ასეც უნდა ხდებოდეს.
თქვენ იცით, რომ 2008 წლის შემდეგ რეზერვი თვითდინებაზე იყო მიშვებული. არ ხდებოდა რეზერვის აღრიცხვიანობა და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცდილობენ დაალაგონ გარკვეულწილად ეს სიები და ვიზუალურად, პიროვნულად მოახდინონ კონტაქტი რეზერვისტებთან, ვინ იმყოფება საქართველოში, ვისთან შეიძლება კონტაქტი და ა.შ. მასობრივი გაწვევა დღეს შეიარაღებულ ძალებში არ ხდება, ეს არის საკმაოდ შეზღუდული ციფრი,” - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.