10 ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში

  12:19:33     17-11-2011

წარმოდგიდგენთ10 ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიო მაშტაბით.

#10.პაკისტანი

პაკისტანის არმია დააარსდა 1947 წელს და მის რიგებში შედის 500 000 კარგად გაწვრთვნილი ჯარისკაცი.პაკისტანის საბრძოლო ისტორიაში შედის კონფლიქტები მის მეზობელ ისეთ  ქვეყნებთან, როგორიცაა ავღანეთი,ინდოეთი,საომარი მოქმედებები სპარსეთის ყურეში,90_იან წლებში შეიარაღებული  კონფლიქტი მოგადიშოსა და  სომალში.ოფიციალური  პაკისტანი ასევე იბრძოდა აშშ–ის მხარეს თალიბანისა და ალ–ქაიდას წინააღმდეგ.

#9 ისრაელი

ისრაელი ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჯარში იწვევს როგორც მამაკაცებს, ისევე ქალებს. ისრაელის შეიარაღებული სამსახური შეიქმნა 1948 წელს  და მის შემადგენლობაში შედის 150 000 ადამიანი.

#8 რუსეთი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიქმნა 1992 წლის 7 მაისს.არმიის შემადგენლობაში შედის დაახლოებით მილიონი ადამიანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იგი ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყნად შეიარაღების მხრივ, როგორც მებრძოლთა,ასევე ატომური იარაღის რაოდენობით.

#7 თურქეთი

თანამედროვე თურქეთის არმია ერთ–ერთი სახელგანთქმული არმიაა მთელს მსოფლიოში,რომელმაც დაიცვა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომში.ორგანიზაცია “ნატოს” რიგებში შეიარაღების მხრივ თურქეთი იკავებს მეორე ადგილს.

#6 სამხრეთ კორეა 

სამხრეთ კორეის საბრძოლო არმია შეიქმნა  1939 წელს და მის შემადგენლობში შედის ერთ მილიონზე მეტი ადამიანი.რეზერვის არმია,რომლებიც საგანგებო საომარი მოქმედებების დროს ჩართვება ომში, შეადგენს 7 მილიონ ადამიანს.სამხრეთ კორეის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ბრძოლები ჰქონდა ჩრდილოეთ კორეასთან და ვიეტნამთან. წინააღმდეგობები სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ არსებობს. ქვეყანა ფლობს ატომურ იარაღს.

#5 გერმანია 

გერმანიას ჰყავს ერთ–ერთი ძლიერი და სახელგანთქმული არმია მსოფლიოს ისტორიის მანძილზე. გარმანელთა არმიაში შედის დაახლოებით 200 000  ადამიანი.მას ჰყავს ძლიერი და მობილიზებული არმია, ასევე, ძლიერი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.

#4 ინდოეთი 

ინდურ არმიაში წარმოდგენილია ერთ მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.ინდოეთს რთული ურთიერთობა ჰქონდა  პაკისტანთან, თუმცა, ბოლო დროს, ეს ურთიერთობები გაუმჯობესდა.

#3 დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის არმია დაფუძნდა 1661 წელს და მონაწილეობდა თითქმის ყველა  ცნობილ ომში.დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს საერთშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყნის არმიაში მსახურობს 150 000 ადამიანი.

#2 ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიაში მსახურობს მსოფლიოში ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე – 2.2  მილიონი ადამიანი.ჩინეთის არმია დაფუძნდა 1927 წელს და მონაწილეობდა იაპონიასთან კონფლიქტში, კორეასთან და ვიეტნამთან ბრძოლაში.

#1 აშშ

აშშ-ს არმია ჩამოყალიბდა 1775 წელს .ქვეყანამ მიიღო მონაწილოება მსოფლიო ომში, ჩინეთთან, ვიეტნამთან ომებში და  დღესდღეობით მონაწილეობს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. არმიაშია 500 000 ადამიანი და მილიონი ადამიანით წარმოდგენილი რეზერვი …

ileola.wordpress.com