იოჰან შტრაუსი (შვილი)

  11:47:38     17-11-2011

იოჰან შტრაუსი (შვილი)-ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და მევიოლინე, აღიარებული "ვალსის მეფედ". უამრავი საცეკვაო ნაწარმობისა და რამდენიმე პოპულარული ოპერეტის ავტორია.

დაიბადა ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოჰან შტრაუსი უფროსის ოჯახში. შტრაუსი უმცროსის ექვსი ძმიდან ორი ძმა იოზეფი და ედუარდიც იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები.

ბიჭი ვიოლინოზე დაკვრას მამისაგან მალულად სწავლობდა. რადგანაც მას თავისი შვილის ბანკირობა სურდა. იგი საშინელ სკანდალს უწყობდა მას, როცა ვიოლინოთი ხელში დაინახავდა.სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამამ ოჯახი მიატოვა და საყვარელთან (ემილია ტრამაუში) გადავიდა, ვისგანაც ასევე შვიდი შვილი შეეძინა.

1844წ. იოჰან უმცროსმა მიიღო შესანიშნავი მუსიკალური განათლება და ბრწყინვალე რეკომენდაცია თავისი პედაგოგებისაგან.

მალე შტრაუსმა მოახერხა საკუთრი მცირე ორკესტრის შექმნა, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ვენის კაზინო დომმაიერში. ორკესტრის რეპერტუარს ძირითადად მისი ნაწარმოებები შეადგენდა. თავდაპირველად მის მოღვაწეობას ხელს უშლიდა გავლენიანი მამის შური, რომელსაც შავ სიაში შეჰქონდა ის დაწესებულებები, სადაც მისი შვილი კონცერტით გამოდიოდა. მამამისისი მიზეზით მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო ბალებზე და სხვა პრესტიჟულ ღონისძიებებზე.

მამა-შვილს შორის უთანხმოება 1848 წლის რევოლუციამ უფრო გაამძაფრა. შტრაუს-უფროსი მხარს მონარქიას უჭერდა და დაწერა სახოტბო "რადეცკის მარში". უკრავდა და შექმნა არაერთი რევოლუციური მარში. რევოლუციის ჩახშობის შემდეგ იგი გაასამართლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაამართლეს.

1849 წელს შტრაუს-უფროსი ქუნთრუშის ეპიდემიას ემსხვრეპლა.შვიმა მის ხსოვნას მიუძღვნა ვალსი "არფა" მამისეული ორკესტრი შეუერთა შვილის ორკესტრს და გაერთიანებულმა ორკესტრამა წარმატებით ჩაატარა გასტროლები ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში.

ახალ იმპერატორ დრანც-იოსებI-თან მოსაგვარებლად შტრაუსმა მას ორი მარში მიუძღვნა.მალევე მას გადასცეს მამის უფლებამოსილება სამეფო კარის ბალეტებისა და კონცერტების ორგანიზაციასა და ჩატარებისთვის (1852). იოჰან-უმცროსს იმდენი მოწვევა ჰქონდა, რომ ხშირად თავის რომელიმე ძმას გზავნიდა. მამისგან განსხვავებით მას არავისი არ შურდა და ხუმრობდა კიდეც რომ "ჩემი ძმები ჩემზე ტალანტიანები არიან, უბრალოდ მე უფრო პოპულარული ვარო"

1856: შტრაუსის პირველი გასტროლები რუსეთში

1862:წელს ქორწინდება მომღერალ ქუტი ტრედც-ხალუბკიზე, ორი ვაჟისა და სამი ქალიშვილის დედაზე.

1863:ახალი გასტროლები რუსეთში

1860,1870 წლები:შტრაუსის გენიის გაფურჩქვნა.ამ პერიოდში იგი ქმნის თავის საუკეთესო ვალსებს "მშვენიერ ცისფერ დუნაიზე" (1867) "ვენის ტყის ზღაპრები" საუკეთესო ოპერეტები.

1870:შტრაუსი უარს ამბობს საიმპერატორო კარის მიერ ვალდებულობაზე (აძლევს ნის ძმა ედუარდს). თავის თავს მთლიანად ოპერატების შექმნას უძღვნის. მოულოდნელად 43 წლის ასაკში კვდება მისი ერთრთი ძმა იოსეფი.

1870იან წლებში შრტაუსის ორკესტრი კონცერტებს მართავს დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ბოსტონის მუსიკალურ ფესტივალზე შტრაუსი ამყარებს მსოფლიო რეკორდს, სადაც ხელმძღვანელობს 1000-ზე მეტი მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრს.

1871:ოტენბახის რჩევით შტრაუსი წერს თავის პირველ ოპერეტას,რომელიც მსმენელმა კარგად მიიღო. სულ მალე მან 15 ოპერეტა დაწერა.

1874 ახალი ოპერეტა "მფრინავი თეფში" თავიდან დიდ პოპულარობას ვერ ღებულობს.ტრიუმფალური წარმატება მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოდის,ახალი რედაქციის გამოსვლის შემდეგ (გუსტავ, მალერ, ჰამზურგი).

1878:ხეტი შტრაუსის გარდაცვალების შემდეგ ცოლად ირთავს ახალგაზრდა მსახიობს ანჯელიკა დიტრიხს. მალევე ეს ქორწინება გაყრით სრულდება, მაგრამ კათოლიკური ეკლესია უარყოფს გაყრის ფაქტის დადასტურებას. ამიტომ შტრაუსი ღებულობს პროტესტანტობას და ხდება გერმანიის მოქალაქე (1887).

1882წელს შტრაუსი ქორწინდება მესამედ და საბოლოოდ საკუთარი მეგობრის ქვრივ ადული დოიჩზე, რომელსაც მიუძღვნა ვალსი "ადელი". ქორწინება იღბლიანი გამოდგა, მისი მესამე ცოლი ებრაელი იყო, ებრაელი იყო შტრაუსის ერთ-ერთი ბაბუაც.

მიუხედავად სამი ქორწინებისა შტრაუსს საკუთარი შვილები არ ჰყოლია.

1880: შტრაუსი მიემგზავრება პარიზში, რათა გააცილოს ბოლო გზაზე ოტენბახი.

1885 ახალი შედევრი ოპერეტა "ბოშათა ბარონი", გორ იოსაკის "სადის" მიხედვით.

1895 შტრაუსი 70 წლისთავს აღნიშნავს მთელი ევროპა.

შტრაუსი გარდაიცვალა ვენაში 73 წლის ასაკში პნევნომიისაგან. მან ვერ მოასწრო ბალეტ "კონკიას" დამთავრება. ბალეტზე მუშაობა დაამთავრა იოსეფ ზაიერმა მომდევნო წელს.

შტრაუსის სიკვდილის შემდეგ, დაიდგა მისი რამდენიმე ოპერატა,მათ შორის საუკეთესო "ვენური სისხლი". 1999 წელს ავსტრიაში გამოუშვეს 50შილინგიანი მონეტა იოჰან შტრაუსის გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავად.