Sprut-B

  11:06:33     16-11-2011

Sprut-B ჰაუბიცა განკუთვნილია ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, მოძრავი და უძრავი სამიზნეების გასანადგურებლად, პირდაპირი და დახურული ცეცხლით. მას შეუძლია 360 გრადუსით მოძრაობა და ცეცხლის წარმოება. Sprut-B არის გლუვლულიანი, ბუქსირებადი ჰაუბიცა. Sprut-B-ს აქვს ცდომილების მინიმალური დონე, უზრუნველყოფილია საიმედო მექანიზმით რაც სროლის ტემპზეც აისახება-6-8 გასროლა წუთში, ჰაუბიცას აქვს მოსახერხებელი სისტემა, რომელიც მის მაღლა აწევას, დაწევას და მიზანზე მიმართვას და ბარელებზე შეყენებას არეგულირებს. Sprut-B-ს აქვს ბორბლები, რაც მის სწრაფ მანევრულობას უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საარტილერიო დანადგარებისათვის. საბრძოლო მდგომარეობაში ჰაუბიცა სამ რკინის, მყარ “ფეხზე” დგას. სხვადასხვა კლიმატურ პირობებში ჰაუბიცა რომ მაქსიმალურად ბრძოლისუნარიანი იყოს, მისი ლულა დაცულია სპეციალური დაცვის “პიჯაკით”.

Sprut-B აღჭურვილია სხვადასხვა სათვალთვალო  მოწყობილობებით, რათა ცეცხლი ცდომილების გარეშე აწარმოოს. ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის გამოყენება OP4M-48A ოპტიკური სამიზნე დღისით და 1PN53-1 ღამის ხედვის ოპტიკური მოწყობილობა-ღამით. ჰაუბიცა ასევე აღჭურვილია 2Ts33 რკინის სამიზნე მოწყობილობით, რომელიც გამოიყენება პანორამულ ტელესკოფ PG-1m-სთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ ოპტიკური დამიზნების სისტემა მწყობრიდან გამოვა. Sprut-B ბუქსირდება სატვირთო “ურალ-4320″-თან ან MT-LBu ტიპის მანქანასთან, რომელსაც მუხლუხიანი შასი აქვს და მიუვალ ადგილებშიც ადვილად დადის. 125 მმ-იანი ანტისატანკო ჰაუბიცა Sprut-B-ს აქვს სადა დიზაინი, ადვილია სამართავად და საიმედოა.

armada.ge