ბრინჯის სალათა იაპონურად

  10:33:59     16-11-2011

მასალა:

ბრინჯი  - 1 ჭიქა

საქონლის ხორცი  - 250-300 გ

წყალი  - 2 ჭიქა

ფორთოხალი  - 1-2 ცალი

მარილი  - გემოვნებით

სოუსისათვის:

კვერცხის გული  - 1 ცალი

მდოგვი  - 1 ჩ/კ

შაქარი  - 1 ჩ/კ

ძმარი  - 1 ს/კ

ზეთი  - 300 გ

ფორთოხალი  - 1 ცალი

სიმინდის ფქვილი  - 1 ს/კ

მარილი  - 1/2 ჩ/კ

მაიონეზი  - გემოვნებით

ლიმონის წვენი  - გემოვნებით

 

ბრინჯი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. კვერცხის გული, მდოგვი, შაქარი, ძმარი, მარილი კარგად ავურიოთ წვრილად დაჭრილ საქონლის ხორცთან ერთად და თანდათან დავამატოთ მცენარეული ზეთი. ფორთოხლის წვენი გავხსნათ წყალში (1 კოვზი წვენი 7 კოვზ წყალთან) და ჩავამატოთ მასში სიმინდის ფქვილი. ვადუღოთ რამდენიმე წუთით, გადმოვდგათ და მაშინვე ჩავამატოთ მაიონეზი. ბრინჯი, ხორცი, ფორთოხლის ნაჭრები და სხვა ინგრედიენტები ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი. მაგიდასთან მივიტანოთ ცივად.