სალათი ქერით
10:32:26     16-11-2011
მასალა:
ძროხის ხორცი - 200 გრ
წითელი ხახვი - 1 თავი
შავი წიწაკა - 1/4 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
კიტრი - 200 გრ
არაჟანი - 100 გრ
მოვხარშოთ ქერი მარილიან წყალში. როცა მოიხარშება გადავასხათ წყალი.
მოვხარშოთ ძროხის ხორცის ნაჭერი. სანამ იხარშება, დავჭრათ კიტრი და ხახვი საშუალო ნაჭრებად. როცა ხორცი მოიხარშება, დავჭრათ პატარა კუბიკებად და ჩავდოთ ჯამში. დავაყაროთ მოხარშული ქერი და დაჭრილი კიტრი და ხახვი. დავაყაროთ მარილი, წიწაკა და დავასხათ არაჟანი. კარგად ავურიოთ. სალათა მზად არის.