SOD IV-მცირე მოქმედების რადიუსის სადაზვერვო სისტემა(დიდი ბრიტანეთი)

  12:08:01     15-11-2011

შექმნილია კომპანია „კიბერფლაიტ“-ის მიერ (Cyberflight), რომელიც სპეციალიზირდება მცირეგაბარიტიანი  უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე. აპარატი SOD IV აგებულია ისრისებური ფრთების სქემით,რომელიც ქამოიყენება ქალაქის პირობებში.აპარატი აღჭურვილია ელექტრო ძრავით.ბორბლები არ გააჩნია და დაშვებისას იყენებს პარაშუტს.სტანდარტული ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობა მდებარეობს კორპუსის წინა ნაწილში ,რომელიც რთავს მართვის დისტანციურ სისტემას,რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერა 4-ჯერადიციფრული გადიდებით და ოთხარხიანი გადამცენი,რომელიც გამოსახულებას დროის რეალურ რეჟიმში გადმოსცემს.ამას გარდა შესაძლებელია დაყენდეს სითბოვიზური კამერაც,ორჯერადი გადიდებით და ავტოპილოტი.

გადასატანი მართვის პულტი,რომელიც ჩვეულებრივი ნოუთბუქის ზომისაა აღჭურვილია მართვის ორი სახელურით და ორი დისპლეით,რომელზეც აისახება გადმოცემული ინფორმაცია და ვიდეოინფორმაცია.აპარატი აღჭურვილია სიგნალების მიმღები მოწყობილობით КРНС NAVSTAR და შეუძლია დაზიანების შემთხვევაში დაბრუნდეს იმ წერტილში საიდანაც მოხდა მისი აფრენა  (ავტოპილოტის ქონის შემთხვევაში).

ძირითადი მახასიათებლები:

-სიგრძე-0,58 მ,

-ფრთის გაშლა-0,71 მ,

-სიმაღლე-0,05 მ,

-წონა-0,5 კგ,

-სასარგებლო დატვირთვა-0,25 კგ,

-მაქსიმალური სიჩქარე ჰორიზონტალურად ფრენისას-111 კმ/ს,

-მაქსიმალური სიჩქარე- 28 კმ/ს,

-სიმაღლის საექსპლუატაციო დიაპაზონი-305-610 მ,

-პრაქტიკული ჭერი-5 030 მ,

-ფრენის რადიუსი- 9 კმ,

-ფრენის ხანგრძლივობა-15-35 წუთი.

აპარატის გადატანა და მომსახურება შეუძლია ერთ ადამიანს. ტრანსპორტირებისას, შესაძლებელია ფრთების მოხსნა. გამოყენებისათვის მოსამზადებელი დრო - რამოდენიმე წამი. გაშვება ხდება ხელით.

armada.ge