ბრინჯისა და ბულგარული წიწაკის სალათა

  11:52:17     15-11-2011

მასალა:

ბულგარული წიწაკა  - 100 გრ (წითელი)

ბრინჯი  - 120 გრ

ბარდა  - 200 გრ მწვანე ბარდის მარცვლები

ძმარი  - 20 გრ

პილპილი  - გემოვნებით

მარილი  - გემოვნებით

ბულგარული წიწაკა შევწვათ აირღუმელში, გამოვაცალოთ თესლი, გავაციოთ და დავჭრათ სიგრძეზე. ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობის მარილიან წყალში, გავწუროთ საწურზე, გავაციოთ და შევურიოთ ბულგარულ წიწაკას. შემდეგ დავუმატოთ ბარდის მარცვლები, პილპილი, მარილი, ძმარი და კარგად ავურიოთ.