ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები

  16:35:19     14-11-2011

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები (ინგლ. United States Navy (USN)) ერთ–ერთია ამერიკის 5 სახეობის ჯარებიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების შტაბის უფროსი ექვემდებარება საზღვაო ძალების მინისტრს და არის შტაბების მეთაურთა კომიტეტის წევრი. 

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების დროშა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ძირითადი სამოქნედო ზონები — წყნარი ოკეანის ფლოტი, ატლანტიკური ფლოტი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ევროპაში, საზღვაო გადაზიდვების სამეთაურო შტაბი .ოპერატიული თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები დაყოფილია ექვს ქვე ფლოტად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე.

 ამერიკის საზღვაო ფლოტის საპასუხისმგებლო ზონები. სხვადასხვა დროს საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა პირველი, მერვე, მეათე და მეთორმეტე ფლოტები,ასევე აშშ-ს აზიური  ფლოტი.ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები  ასევე ლიდერობენ მსოფლიოში ავიამზიდების რაოდენობითაც:  2009 წლის მდგომარეობით,მათ გააჩნდათ 11 ავიამზიდი და 2 კი დასრულების ფაზაშია.

 ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ემბლემა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ისტორია  1775 წელი,13 ოქტომბერი.კონტინენტალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ,შეეიარაღებინათ 2 აფრებიანი  ხომალდი და  გაგზავნეს ინგლისური გემების გზის გადასაჭრელად რომლებიც სამხედროებით ამარაგებდნენ  ინგლისურ არმიას ამერიკაში. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში(1775-1783) შეიქმნა მცირე ზომის ფლოტი, რომლებიც შედგებოდა პატარა ზომის გემებით(ფრეგატები, ბრიგები, შხუნები). მის ძირითად საბრძოლო დავალებას შეადგენდა ინგლისური ჯარებისათვის მომარაგების ხელის შეშლა. ომის დამთავრების შემდეგ ფლოტი დაშალეს. 1794 წელი. ალჟირელ მეკობრეთა შინააღმდეგ საბრძოლველად,რომლებიც ძარცვავდნენ ამერიკულ სავაჭრო გემებს ,კონგრესმა მიიღო კანონი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის  შესახებ(Naval Act), რომელიც ითვალისწინებდა 6 ფრეგატის ასაგებად. 1797 წელს მწყობრში ჩადგა პირველი სამი ფრეგატი,, მათ შორის ცნობილი «Constitution» .

1798 წლის 30 აპრილი. შეიქმნა ცალკეული საზღვაო ძალების სამინისტრო  (Department of the Navy).  1798-1800 წელი. საფრანგეთთან კვაზი-ომის პერიოდში აგებულ იქნა 30 საბრძოლო ხომალდი, რომელთა ნათლობაც შედგა საფრანგეთის ფლოტის წინააღმდეგ ომში. 1801-1805 წლებში ამერიკული ფლოტის ხომალდები მოქმედებდნენ  ტრიპოლიტანური პირეტების ხომალდების წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვაში,ამერიკული სავაჭრო გემების დაცვის მიზნით. ამერიკა-ინგლისის ომის პერიოდში 1812—-1814 წლებში ამერიკის ფლოტი ახორციელებდა კრეისერულ მოქმედებებს ასევე მოქმედებდა დიდი ტბების რეგიონში, სადაც მოიპოვა გამარჯვება ინგლისის ფლოტზე ერისა და შამპლეინის ტბებზე. ამერიკა-ინგლისის ომის დასრულების შემდეგ ამერიკული ფლოტი აგრძელებდა მოქმედებებს კარიბის ზღვაში,ხმელთაშუა ზღვაში ,აფრიკის სანაპიროებთან და წყნარ ოკეანეში სადაც ებრძოდა პირატებსა და მონებით მოვაჭრე ხომალდებს. 1845 წელი. შეიქმნა საზღვაო-სამხედრო აკადემია ქალაქ ანაპოლისშიმერილენდის შტათი.

ამერიკა-მექსიკის ომის დროს 1846-1848 წლებში ამერიკულმა ფლოტმა მოახდინა მექსიკის  წყნარი და ატლანტიკური სანაპიროების ბლოკირება, და განახორციელა გენერალ სკოტის ჯარების დესანტირება ქალაქ ვერაკრუზში. სამოქალაქო ომის პერიოდში 1861-1865 წლებში ფლოტის დიდი ნაწილი მიემხრო ჩრდილოელებს რამაც შესაძლებელი გახადა სამხრეთელების პორტების ბლოკირება.მოგვიანებით კონფედერატებმა შეძლეს აღეჭურვათ რამოდენიმე კრეისერი ,ჩრდილოელების სავაჭრო გემების გასანადგურებლად,მაგრამ უპირატესობა მაინც ჩრდილოელების მხარეს იყო. მდინარე მისისიპიზე, ასევე სანაპირო რაიონებში,ორივე მხარე აქტიურად იყენებდა შეჯავშნულ საარტილერიო ხომალდებს, რომლებმაც მოგვიანებით მიიღეს სახელი მონიტორები.

სამოქალაქო ომის შემდგომ, ისევ აგრძელებდნენ აქტიურ მოქმედებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში (ხმელთაშუა ზღვა, წყნარი და ინდოეთის ოკეანეები, სპარსეთის ყურე).მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა და საგარეო საფრთხის არ ქონამ შეაფერხა ფლოტის მძლავრი განვითარება  1890-წლამდე. 1890-წლების დასაწყისში ამერრიკის საზღვაო ძალები გადავიდნენ სავაჭრო ხომალდების დაცვიდან,ამერიკული დიპლომატიის მხარდაჭერაზე (პირველად – ჩილეს კრიზისის დროს 1891-1892 წელი.) და დასავლეთ ნახევარსფეროს პოლიტიკური კონტროლის ხელში აღებად მოქმედებებზე.ამერიკა-ესპანეთის ომის დროს 1898 წელს ამერრიკის საზღვაო ძალებმა გაანადგურეს ესპანეთის ფლოტი ფილიპინებთან,ბლოკირება მოახდინეს კუბაზე მყოფი ესპანური ხომალდებისა და უზრუნველყვეს ჯარების უსაფრთხო გადასხმა კუნძულზე.

შემდგომში ამერრიკის საზღვაო ძალები გადავიდნენ ფლოტის გაძლიერებაზე.დაიწყო შეჯავშნული საესკადრო ხომალდების წარმოებაზე.  1907-1909 წელს თავისი სიძლიერის სადემონსტრაციოდ შესრულდა მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ 16 შეჯავშნული საესკადრო და მათი უზრუნველყოფის ხომალდებით ,რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა სახელით «დიდი თეთრი ფლოტი» (Great White Fleet).  1910 წელს მწყობრში ჩადგა პირველი ლინკორი  «South Carolina» 1916 წელს დაიწყო დიდი გემთსაშენის პროგრამა .პირველი მსოდლიო ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო ხარჯები შეამცირეს და ფლოტის ხომალდების შემადგენლობამაც კლება იწყო.  1922 წელს დაიდო ვაშინგტონის საზღვაო ხელშეკრულება ამერიკის , დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, საფრანგეთსა და იტალიას შორის,სამხედრო ფლოტის სიდიდის შეზღუდვასთან დაკავშირებით. 1920-1930-წლებში განვითარება მიეცა ავიამზიდებისა და წყალქვეშა ნავების წარმოებას. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ფლოტმა მოულოდნელი დარტყმა მიაყენა ამერიკულ წყნარიოკეანის ფლოტს  პერლ ჰარბორში ,ჰავაის კუნძულებზე.შედეგად მწყობრიდან იქნა გამოყვანილი წყნარი ოკეანის ფლოტის ყველა სახაზო ხომალდი .

1941 წლის 11დეკემბერს ამერიკას ომი გამოუცხადა გერმანიამაც.ამერიკა ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში და საზღვაო ძალებს მოუწიათ ორ ფრონტზე ბრძოლა. ატლანტიკის ოკეანეში დიდ საფრთხეს წარმოადგენდა გერმანული წყალქვეშა ნავები,რომლებიც ძირავდნენ ამერიკულ სავაჭრო ხომალდებს ამერიკის სანაპიროებთან ,ასევე თავს ესხმოდნენ ევროპისაკენ მიმავალ გემებს.ატლანტიკის ოკეანეში  უპირატესობის მოპოვება ამერიკელებმა შეძლეს 1943 წელს,რომლებმაც ააგეს დიდი რაოდენობით საესკორტო გემები და საპატრულო თვითმფრინავები  (ბრძოლა ატლანტიკისათვის). ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ასევე ჩაატარეს დიდი სადესანტო ოპერაციები ჩრდილოეთ აფრიკაში  1942 წლის ნოემბერში., სიცილიაზე  1943 წლის ივლისში.,იტალიაში  1943 წლის სექტემბერში., ნორმანდიაში  1944 წლის ივნისში და საფრანგეთის სამხრეთში  1944 წლის აგვისტოში. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები წყნარ ოკეანეში აწარმოებდა კლასიკურ საზღვაო ომს ,რისთვისაც იგი იყო შექმნილი .დიდი ბრძოლების შედეგად კარალის ზღვაში  (4-8 მაისი1942 წელი.) და მიდუვეის ატოლთან(4 ივნისი 1942 წელი.),ასევე ბრძოლები გვადალკანალთან (7 აგვისტო 1942 – 7 თებერვალი1943 წელი.)ამერიკელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და იაპონური ფლოტის წინსვლის შეჩერება . წყნარ ოკეანეში ბრძოლების საწარმოებლად შეირჩა სტრატეგის რომელიც ითვალისწინებდა საკვანძო კუნძულების ხელში ჩაგდებას, რომელიც განხორციელდა სადესანტო ძალების მიერ ,ავიამზიდების ავიაციის მხარდაჭერით. 

1944 წლის ოპერაცია-ბრძოლა მარიანის კუნძულებთან  (19-20 ივნისი) და ბრძოლა ლეიტის ყურეში (23-26 ოქტომბერი) საბოლოოდ მოახდინეს  იაპონური ფლოტისაგან მოსალოდნელი საფრთხის ლიკვიდირება.  1945 წელს ამერიკული წყალქვეშა ნამები მოქმედებდნენ  იაპონიის ნაპირებთან და აფერხებდნენ იაპონური ხომალდების კონტინენტთან მიმოსვლას.ასევე ჩატარდა სადესანტო ოპერაციები კუნძულ ივოძიმაზე და ოკინავაზე. 1945 წლის 2 სექტემბერს   ლინკორის ბორტზე «მისური» (Missouri)ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს,რითაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის პოტენციური მოწინააღმდეგე გახდა საბჭოთა კავშირი.აქედან გამომდინარე საზღვაო ძალების სტრატეგია მიმართულ იქნა ხომალდსაწინააღმდეგო ბრძოლებზე და რუსული ხომალდების ბაზერების ადგილებზე დარტყმის მისაყენებლად,საკონტინენტალურო გადაზიდვების დაცვის მიზნით. ამას გარდა, ამერიკის საზღვაო ძალები იმყოფებოდნენ მსოფლიოს ყველა რეგიონში, რითაც უცხადებდა სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას მოკავშირე ქვეყნებს. 1950 წელს დაიწყო ომი კორეაში ,სადაც ფლოტი ახორციელებდა მომარაგებისა და ჯარების გადასროლას,ასევე ჩაატარეს სადესანტო ოპერაცია ინჩჰონში. 1950-წელს განახლდა ავიამზიდების მშენებლობა, რომელიც შეწყდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,პირველი ავიამზიდი რომელიც შეიქმნა ომის შემდეგ იყო  «ფორესტაილი» (Forrestal), რომელიც მწყობრში ჩადგა 1955 წელს. 1950-იან წლებში ამერიკის საზღვაო ძალებში გამოჩნდა ატომური წყალქვეშა  ნავები(«ნაუტილიუსი» (Nautilus) ასევე ატომური წყალქვეშა  ნავები ბალისტიკური რაკეტებით  («ჯორჯ ვაშინგტონი» (George Washington)  1959 წელი). 1960-იან წლებში  ამერიკის საზღვაო ძალებმა მიიღეს მონაწილეობა კარიბის კრიზისში, ვიეტნამის ომში,მუდმივად მოძრაობდნენ ხმელთაშუა ზღვაში.გემების შეიარაღებაში გამოჩნდა მართვადი სარაკეტო შეიარაღება.  1970-წელს ამერიკის საზღვაო ძალებმა მუდმივად დაიდეს ბინა ინდოეთის ოკეანეში,განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურეში,ნავთობის ტრანსპორტირების დაცვის მიზნით. ატომური წყალქვეშა  ნავები,აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტებით ,გახდა  სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი ელემენტი,რომელიც მუდმივ საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

1980-წლების დასაწყისში ამერიკაში მიიღეს კონცეფცია,რომელიც ითვალისწინებდა ფლოტის აგებას რომელშიც შედიოდა  600 გემი. 1980-წელს ამერიკის საზღვაო ძალებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ სამხედრო ოპერაციებში,ლივანის, ლიბიის, გრენადის, პანამისა და ირანის წინააღმდეგ. ოპერაცია «Богомол»  1988 წლის  18 აპრილს გახდა უდიდესი საზღვაო ბრძოლა  ამერიკის საზღვაო ძალებისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.  1991 წელს ამერიკის საზღვაო ძალებმა მონაწილეობა მიიღეს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო  ოპერაციაში «უდაბნოს ქარიშხალი».

 1991 წლისათვის ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა  575 000 ადამიანი.  2008 წლის 17 ოქტომბრისათვის საზღვაო ძალებში მსახურობდა  332,262 ადამიანი, ამათგან 51,399 ოფიცერი,აქ არ ითვლება სამოქალაქო პერსონალი.        ორგანიზაცია

 საერთო ხელმძღვანელობას აღორციელებს სამხედრო საზღვაო ძალების მინისტრი   (Secretary of the Navy), ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა ევალება – სამხედრო საზღვაო ძალების შტაბის მეთაურს (Chief of Naval Operations).სამხედრო საზღვაო ძალების გარდა მინისტრს ექვემდებარება საზღვაო ქვეითთა შენაერთებიც  (US Marine Corps), რომელიც ამერიკაში არსებობს როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ჯარების სახეობად.

armada.ge