ოგიუსტ როდენის დაბადებიდან 171 წელი სრულდება

  14:52:44     12-11-2011

დღეს, 12 ნოემბერს, ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის დაბადებიდან 171 წელი სრულდება. ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენი 1840 წლის 12 ნოემბერს პარიზში დაიბადა. გარდაიცვალა 1917 წლის 17 ნოემბრს, მედონში.

როდენმა ქანდაკებაში შემოიტანა მანამდე უცნობი ფორმის თავისუფლება. იგი ქმნიდა როგორც ზუსტ რეპროდუქციებს ("მოაზროვნე"), ასევე ძლიერი გრძნობით აღსავსე ქანდაკებებს ("კოცნა"). მისი ნაწარმოებები გამოირჩევა დახვეწილი ფორმით, მათში იგრძნობა განსაცვიფრებელი წონასწორობა უხეში მასალისგან გამოძერწილ მოდელსა და ნაწარმოებში ჩადებულ შთაგონებას შორის. მან ფართოდ შემოიტანა ქანდაკებაში ქანდაკების სიშიშვლე, რასაც იგი ადამიანის სილამაზეს უწოდებდა. მისი შექმნილი ქანდაკებები თითქოს ცოცხალი იყო და მხოლოდ სული აკლდა, რომ ეცოცხლა. როდენს არ უყვარდა ზედმეტად დაკუნთული სხეული. იგი უპირატესობას ძლიერ და ლამაზ სხეულს ანიჭებდა.

როდენმა თავისი ქანდაკებების ყალიბები საჯარო მოხმარებისთვის დატოვა, თავადვე შექმნა საკუთარი ხელმოწერის ასლებიც და ამით საშუალება მისცა სხვებს მისი სიკვდილის შემდეგაც გაეგრძელებინათ მის მიერ დაწყებული გზა.

როდენის რამდენიმე ქანდაკება, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში იყო, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს განადგურდა.

ghn