SAS (Special Air Service) - ბრიტანული ელიტარული ქვედანაყოფი

  12:02:15     12-11-2011

SAS (Special Air Service) ბრიტანული ელიტარული ქვედანაყოფის სახელწოდებაა, რომელიც 1940–იან წლებში შეიქმნა ლიბიაში. მისი მიზანი ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანელთა და იტალიელთა ზურგში მოქმედება იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

SAS–მა ნაცისტების ასობით თვითმფრინავი გაანადგურა და უამრავი ტყვე გაათავისუფლა. მათ სცადეს ჩრდილოეთ აფრიკაში ნაცისტური გერმანიის ძალების მეთაურის, ფელდმარშალ ერვინ რომელის გატაცება, თუმცა უშედეგოდ. SAS–ის ყველაზე ცნობილი სპეცოპერაცია 1980 წელს ლონდონში ირანის საელჩოს გათავისუფლებაა ირანელი არაბი სეპარატისტებისგან. მსოფლიოს კონფლიქტურ რეგიონებში მძევლების გადარჩენისა და თავდამსხმელების გაუვნებელყოფისთვის ყველაზე ხშირად SAS იგზავნება. მას და მის დევიზს - “გამბედავები იმარჯვებენ!”, თანამედროვე პოპ–კულტურაში საკუთარი ადგილი უჭირავს.

Armada.ge