სამშვიდობო მისია
11:31:17     10-11-2011
საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი (119 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთიდან დაბრუნდა. სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აეროპორტში დახვდა.
33-ე ბატალიონი სამი თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას ავღანეთში. მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში 33-ე ბატალიონს 31-ე ანაცვლებს. 31-ე ბატალიონი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ფარგლებში ავღანეთში უკვე მეორედ მიემგზავრება.
33-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ჰელმანდის პროვინციაში აპრილიდან იმყოფებიან და ბაზაზე დისლოცირებული ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად დაცვისა და უსაფრთხოების ოპერაციებს ახორციელებენ.
Mod.gov.ge