ბადრიჯანი ნივრით

  10:58:23     10-11-2011

ბადრიჯანი ნივრით

მასალა:

ბადრიჯანი  - 1 კგ

ხახვი  - 3 თავი

ნიორი  - 1 თავი

მწვანე ხახვი  - 1 კონა

ოხრახუში  - 1 კონა

ქინძი  - 1 კონა

კამა  - 1 კონა

რეჰანი  - 1 კონა

ძმარი  - 0,5 ჩ/ჭ

ზეთი  - საჭიროების მიხედვით

მარილი  - გემოვნებით

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე მრგვალად დაჭრილი ბადრიჯანი დავაწყოთ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ძმარი წამოვადუღოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მოვასხათ თეფშზე დაწყობილ შემწვარ ბადრიჯანს. შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, ოხრახუში, კამა, ქინძი, დაკეპილი ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.