გამდნარი შოკოლადის ნამცხვარი

  10:54:03     10-11-2011

მასალა:

შოკოლადი  - 80 გრ

კარაქი  - 50 გრ

კვერცხი  - 2 ცალი

შაქარი  - 40 გრ

ფქვილი  - 30 გრ

გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. 2 კვერცხი ავთქვიფოთ 40 გრამ შაქარში, დავამატოთ გამდნარი შოკოლადი. ჩავაყაროთ 30 გრამი ფქვილი და კარგად ავურიოთ. ჩავასხათ კარაქით წასმულ ან ფქვილით მოყრილ ფორმაში. გამოვაცხოთ 210 გრადუსზე 10 წუთი. ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ნაყინთან ერთად. თუ გამოვაცხობთ 15 წუთის განმავლობაში, მაშინ შიგთავსი გამაგრდება და ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ცივიც.