M16A1 ავტომატი-საიერიშო შაშხანა (აშშ)
12:07:21     09-11-2011
სხვა შაშხანებისაგან განსხვავებით, ამჟამად ყველასათვის კარგად ცნობილი MI6A1 გამოჩნდა, როგორც კომერციული შაშხანა.იგი შექმნა ცნობილმა მეიარაღემ ”იუჯინ სტონერო”-მ მე-xx-ე საუკუნის შუა ხანებში,როგორც კონცერნ “არმალიტ”-ის პროდუქცია, დასახელებით ” AR-10″. AR-10 იყენებდა 7,62-მმ-იან ვაზნებს და “ფაიერბილ” -ის 5,56-მმ-იანი ვაზნების გამოჩენისთანავე ,იგი გადაკეთებულ იქნა ახალი კალიბრის შესაბამისად .შედეგად წარმოიშვა ახალი შაშხანა “ფაიერბილ AR-15.
AR-15 მონაწილეობდა კონკურსში,სადაც უნდა შეერჩიათ შაშხანა აშშ-ს არმიისათვის,მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა ,რომელიც არ დაელოდა კონკურსის შედეგებს ,ისე შეუკვეთა 10 000 ერთეული შაშხანა AR-15 და გახდა ერთ–ერთი პირველი მსხვილი შემსყიდველი. შაშხანა მალევე შეიძინეს აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმაც.ეს ყველაფერი ხდებოდა 1961 წელს., ხოლო ამის შემდეგ მალევე AR-15 აშშ-ს არმიის მიერ მიღებული იქნა როგორც სტანდარტული საიერიშო შაშხანა.
წარმოება გადაეცა კომპანია „კოლტ ფაიეარმს“-ს,რომელმაც მიიღო კინტრაქტი „არმალიტ“-ისაგან,იარაღის წარმოებასა და გაყიდვაზე. მას შემდეგ კომპანია „კოლტ“-ი აწარმოებს ამ იარაღს,მაგრამ დასახელება „არმალიტ“-ი შერჩა М16А1-ს.М16 გადაიქცა М16А1-ად 1966 წელს და იგი თამაშობდა იგივე როლს დასავლეთში,რასაც აღმოსავლეთში АК-47 —ი.იწარმოებოდა და ცდებს გადიოდა უამრავი მოდიფიკაცია —მაგალითად:ხელის ტყვიამფრქვევის ვარიანტი,მძიმე ლულით,ასევე მოკლელულიანი ვერსია სპეც ჯგუფებისათვის,იყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვარიანტებიც . შემდეგ გამოჩნდა М16А2 უფრო მძიმე ლულით,რომელიც საშუალებას იძლეოდა გამოეყენებინათ ახალი ტიპის 5,56-მმ-იანი NATO-ს ვაზნა SS109,რამაც გამოიწვია ლულის დაღარვის მეთოდის შეცვლა. გადასატანი სახელური განთავსებულია ლულის კოლოფის თავზე,ამავდროულად იგი წარმოადგენს სამიზნის ბაზას.
М16А1-ის მასიური წარმოების მიუხედავად,მას მოყვება უამრავი დამხმარე მოწყობილობა,განსხვავებით სხვა თანამედროვე მოდელებისაგან.ექსპლუატაციისას, შაშხანაში გამოიყენება-ლულაზე ჩამოსაცმელი ხმის ჩამხშობი,ფუჭი ვაზნების სასროლი მოწყობილობა,40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი М203 რომელიც სპეციალურად დამზადდა შაშხანისათვის და მაგრდება ლულის ქვეშ. М16А2,რომელიც შეიარაღებაში მიიღეს 1985 წელს,ერთზოლიანი ღარი 7 დუიმის დაშორებით,ამდაგვარად მას შეუძლია გამოიყენოს ორივე სახის ვაზნა: ამერიკული Ml93 და NATO-ს SS109.მას ოდნავ მძიმე ლულა აქვს, გადაკეთებულიია სამიზნე,შეუძლია სამ-გასროლითი ჯერით სროლა , მრგვალი ცევიო.
1984 гწელს კანადის არმიამ მიიღო მოდიფიკაცია,რომელსაც სამის ნაცვლად შეეძლო ეწარმოებინა ავტომატური ცეცხლი.შეიქმნა მოდელი М16АЗ და იგი წააგავს М16А2-ს,მაგრამ მას ეხსნება გადასატანი სახელური და სამიხნე,რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს ელექტრო-ოპტიკური სამიზნე.ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
მოდელი-М16А1
კალიბრი-: 5,56 მმ.
სიგრძე-: 990 მმ.
ლულის სიგრძე-: 508 მმ.
დატენილი იარაღის წონა- : 3,64 კ/გ-ოპტიკური სამიზნით.
მჭიდის ტევადობა-: 30 ვაზნა.
სწრაფსროლა-: 700—950 გასროლა/წ..
ტყვიის საწყისი სიჩქარე-: 1000 მ/წ..
armada.ge