ირანი ატომურ იარაღზე მუშაობდა

  12:05:30     09-11-2011

ირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში.

სააგენტოს ექსპერტების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ჩაატარა რამდენიმე ცდა, ასაფეთქებელი ბირთვული მოწყობილობის შესაქმნელად.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერულ მოდელირებაზე.

ირანი მუდმივად აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა არის მშვიდობიანი. ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ საჭიროებს.

ghn